суббота, 5 марта 2016 г.

დღევანდელ დღეს კარგად წარმოჩინდა ტრენინგის შედეგი  თითოეულმა მსმენელმა გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია.თითოეული ნაშრომი იყო შესანიშნავი.ნამდვილად ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრი რამ ახლებურად დავინახე, ახლებურად გავიაზრე. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებსაც ბევრ სიახლეს მივაწვდი..ყველაფერი კი ჩვენი ტრენერის დამსახურება არის. უღრმესი მადლობა ქალბატონ გვანცას ასეთი შინაარსიანი და ზღვა მასალის მოწოდებისათვის.მისი საუბარი ყველასათვის გასაგები იყო, არც იყო საჭირო ხელმეორედ გამეორება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვანცას.

пятница, 4 марта 2016 г.

ძალიან დატვირთული დღე იყო. ბევრი რამ ახლებურად გავიაზრე. ყველანაირად მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი, შინაარსიანი, დახვეწილი, საინტერესო.მასწავლებელი სისტემატიურად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიების საუკუნეში. ტექნოლოგიების ცოდნა გაზრდის პროდუქტიულობას გააუმჯობესებს სწავლების პრაქტიკას. მოსწავლეებს გაუადვილდებათ პროექტებზე მუშაობა, სწავლებაც უფრო ეფექტური გახდება.