суббота, 5 марта 2016 г.

დღევანდელ დღეს კარგად წარმოჩინდა ტრენინგის შედეგი  თითოეულმა მსმენელმა გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია.თითოეული ნაშრომი იყო შესანიშნავი.ნამდვილად ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრი რამ ახლებურად დავინახე, ახლებურად გავიაზრე. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებსაც ბევრ სიახლეს მივაწვდი..ყველაფერი კი ჩვენი ტრენერის დამსახურება არის. უღრმესი მადლობა ქალბატონ გვანცას ასეთი შინაარსიანი და ზღვა მასალის მოწოდებისათვის.მისი საუბარი ყველასათვის გასაგები იყო, არც იყო საჭირო ხელმეორედ გამეორება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვანცას.

пятница, 4 марта 2016 г.

ძალიან დატვირთული დღე იყო. ბევრი რამ ახლებურად გავიაზრე. ყველანაირად მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი, შინაარსიანი, დახვეწილი, საინტერესო.მასწავლებელი სისტემატიურად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიების საუკუნეში. ტექნოლოგიების ცოდნა გაზრდის პროდუქტიულობას გააუმჯობესებს სწავლების პრაქტიკას. მოსწავლეებს გაუადვილდებათ პროექტებზე მუშაობა, სწავლებაც უფრო ეფექტური გახდება.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

ძალიან კარგად გავეცანი პროექტის მიზანი უშუალოდ რას ემსახურება, როგორ ეხმარება ის მოსწავლეებს  მეტი ინფორმაციის მიღებაში, გააზრებაში. ვისწავლეთ სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება, რაც დაგვეხმარება ჩვენი მუშაობის უკეთ წარმათვაში.

суббота, 27 февраля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგის საშუალებით გავიაზრე, რომ აუცილებელია არამარტო მოსწავლეთა  ნაშრომის შეფასება, არამედ თვითშეფასებაც. სხვადასხვა ნაშრომს სხვადასხვა შეფასების რუბრიკა ესაჭიროება, თან ისე უნდა იყოს შედგენილი კითხვარი, რომ ზუსტად ასახავდეს რა მიზანს ემსახურება ნაშრომი და რა შედეგზე გავდივართ.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგიდან გავაკეთე დასკვნა, როგორი კარგი საშუალებაა ელექტრონული ფოსტა, როგორ შემიძლია მისი მიზნობრივად გამოყენება.მომეცა საშუალება უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის სწორად და შინაარსობრივად წარმოჩინებას.მთავარია სწორი მიმართულების ჩვენება და პროექტი წარმატებული იქნება. მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო პრეზენტაციის გადატვირთვა სურათებით, სხვადასხვა გაფორმებებით. მთავარია ის პასუხობდეს თემის   მიზანს.

пятница, 19 февраля 2016 г.

დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ შინაარსობრივი იყო. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. უკვე ვიცით რა არის საჭირო და როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები მიზნის მისაღწევად, იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული გამოვიდეს. შევისწავლეთ თუ როგორ  მოვახდინოთ შეფასების შეჯამება. 

воскресенье, 14 февраля 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე ძალიან შინაარსიანი იყო. ამ ტრენინგიდან გამომდინარე უკეთ შევძლებ გაკვეთილის დაგეგმვას, უფრო კონკრეტულ საკითხებს გამოვყოფ თემასთან ახლოს. მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვების ნიმუშებზე მუშაობით ვისწავლე ის, თუ როგორ შევადგინო შინაარსობრივი კითხვები ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ადვილად გაიგონ თემის ძირითადი არსი, შეძლონ მსჯელობა კონკრეტული საკითხის ირგვლივ