დღევანდელ დღეს კარგად წარმოჩინდა ტრენინგის შედეგი თითოეულმა მსმენელმა გააკეთა თავისი პროექტის პრეზენტაცია.თითოეული ნაშრომი იყო შესანიშნავი.ნამდვილად ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბევრი რამ ახლებურად დავინახე, ახლებურად გავიაზრე. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანი გახდება და მოსწავლეებსაც ბევრ სიახლეს მივაწვდი..ყველაფერი კი ჩვენი ტრენერის დამსახურება არის. უღრმესი მადლობა ქალბატონ გვანცას ასეთი შინაარსიანი და ზღვა მასალის მოწოდებისათვის.მისი საუბარი ყველასათვის გასაგები იყო, არც იყო საჭირო ხელმეორედ გამეორება.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვანცას.
intel Education
суббота, 5 марта 2016 г.
пятница, 4 марта 2016 г.
ძალიან დატვირთული დღე იყო. ბევრი რამ ახლებურად გავიაზრე. ყველანაირად მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი, შინაარსიანი, დახვეწილი, საინტერესო.მასწავლებელი სისტემატიურად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს, განსაკუთრებით ტექნოლოგიების საუკუნეში. ტექნოლოგიების ცოდნა გაზრდის პროდუქტიულობას გააუმჯობესებს სწავლების პრაქტიკას. მოსწავლეებს გაუადვილდებათ პროექტებზე მუშაობა, სწავლებაც უფრო ეფექტური გახდება.
воскресенье, 28 февраля 2016 г.
суббота, 27 февраля 2016 г.
воскресенье, 21 февраля 2016 г.
დღევანდელი ტრენინგიდან გავაკეთე დასკვნა, როგორი კარგი საშუალებაა ელექტრონული ფოსტა, როგორ შემიძლია მისი მიზნობრივად გამოყენება.მომეცა საშუალება უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდი მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციის სწორად და შინაარსობრივად წარმოჩინებას.მთავარია სწორი მიმართულების ჩვენება და პროექტი წარმატებული იქნება. მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო პრეზენტაციის გადატვირთვა სურათებით, სხვადასხვა გაფორმებებით. მთავარია ის პასუხობდეს თემის მიზანს.
пятница, 19 февраля 2016 г.
воскресенье, 14 февраля 2016 г.
ტრენინგის მესამე დღე ძალიან შინაარსიანი იყო. ამ ტრენინგიდან გამომდინარე უკეთ შევძლებ გაკვეთილის დაგეგმვას, უფრო კონკრეტულ საკითხებს გამოვყოფ თემასთან ახლოს. მიმართულების მიმცემი საკვანზო კითხვების ნიმუშებზე მუშაობით ვისწავლე ის, თუ როგორ შევადგინო შინაარსობრივი კითხვები ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ადვილად გაიგონ თემის ძირითადი არსი, შეძლონ მსჯელობა კონკრეტული საკითხის ირგვლივ
Подписаться на:
Сообщения (Atom)